სამუშაოს აღწერილობა
შიდა კონტროლის ანალიზისა და რეპორტინგის მენეჯერის ძირითადი ფუნქცია არის მთელ ორგანიზაციაში დისტანციური კონტროლების გამოყენებით რისკების იდენტიფიკაციის ხელშეწყობა, რისკების პრევენციული მოდელების, რეპორტებისა და სხვა ინსტრუმენტების შემუშავების გზით.
ძირითადი ფუნქციები
- საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით, დიდი ზომის მონაცემების შეგროვება, მართვა და დამუშავება
- ტრანზაქციების დისტანციური კონტროლების შემუშავება, წარმოება, მონიტორინგი და ანალიზი
- კონტროლის ინდიკატორების (Red Flags, KRI’s) შემუშავება, ანალიზი და რეპორტინგი
- რისკებისა და კონტროლების მეტრიკების მუდმივი განვითარება და გაუმჯობესება
- ანალიტიკური რეპორტების მომზადება
- შიდა კონტროლის გამოვლენილ ხარვეზებზე და რისკების მიტიგაციის ღონისძიებების შესრულებაზე ანგარიშგების მომზადება
კვალიფიკაცია
- ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს/ფინანსებში
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება კონტროლში, ან ფინანსური ორგანიზაციის რეპორტინგში ან მონაცემთა დამუშავების მიმართულებაში
- მონაცემთა მართვის, ანალიზისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის გამოცდილება
- დიდი რაოდენობით მონაცემების დამუშავებისა და ორგანიზების უნარი
- MS Excel და Power BI, SQL -ის მაღალ დონეზე ცოდნა
- ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა როგორც საუბარი, ასევე წერა
უნარები
- ანალიტიკური აზროვნება, ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარები
- ეფექტური დაგეგმვა და ორგანიზება
- დეტალებზე ორიენტირებულობა და კრიტიკული აზროვნება
- ინიციატიურობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე employment@tsu.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „ანალიზისა და რეპორტინგის მენეჯერი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 17.03.2024